პატრიკ ვიეირა „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ფრანგმა სპეციალისტმა ალბერტო ჯილარდინო შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
„ჯენოა“ 12 ტურის შემდეგ 10 ქულით სერია A-ში მხოლოდ მე-17 ადგილზეა, რის გამოც ჯილარდინოს გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს და ის ვიეირამ შეცვალა.
ფრანგ სპეციალისტს „ნიუ იორკ სიტიში“, „ნიცაში“, „კრისტალ პალასსა“ და „სტრასბურში“ უმუშავია, ხოლო იტალიაში „მილანის“, „იუვენტუსის“ და „ინტერის“ რიგებში თამაშობდა.