ფეხბურთი

17:49 | 19.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მოლდოვასთან ამხანაგური თამაში ჩაატარა, რომელშიც მეტოქეს დამაჯერებლად, 2:0 სძლია.

პირველ ტაიმში ანგარიში საბა მურვანიძემ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში სხვაობა ორამდე დავით ზაქარეიშვილმა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა მოლდოვასთან ბოლო სამ დღეში მეორედ ისპარინგა, მანამდე მეტოქე 2:1 დაამარცხა გიორგი ფერაძის დუბლის წყალობით.

0.117732