ფეხბურთი

17:25 | 19.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გუნდის გოლებში 70%-იანი ჩართულობა: დავითაშვილის შედეგი ტოპლიგებში საუკეთესოა

„სენტ ეტიენს“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 5 ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა (50%).

როგორც Opta იტყობინება, ტოპლიგებში ამ დროისთვის მხოლოდ კრის ვუდს (ნოტინგემი) და ერლინგ ჰოლანდს (მანჩესტერ სიტი) აქვთ ზურიკოზე მეტი ჩართულობა თავისი გუნდის გოლებში. ვუდმა „ნოტინგემის“ გოლების 53% გაიტანა, ხოლო „სიტის“ გოლების 55% ჰოლანდის აქტივშია.

გარდა ამისა, ზურიკოს 2 საგოლე პასიც აქვს. შესაბამისად, გოლებით და პასებით მან „სენტ ეტიენის“ გოლების 70%-ში მიიღო მონაწილეობა და ტოპხუთ ლიგაში ამაზე უკეთესი მაჩვენებელი არავის აქვს. დავითაშვილი უსწრებს ომარ მარმუშს (აინტრახტი, 69%) და მოჰამედ სალაჰს (ლივერპული, 67%).

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.125808