ფეხბურთი

10:26 | 19.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა საკუთარი რეკორდი დაამყარა და 14 წლის წინანდელი ისტორიული მიღწევა გააუმჯობესა

ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა 2024 წელს 17 მატჩიდან 14 მოიგო, ამხანაგური მატჩების გათვალისწინებთ, რაც აბსოლუტური რეკორდია „ფურია როხას“ ისტორიაში, - გვამცნობს Livescore.

წყაროს თანახმად, მანამდე ესპანელებისთვის ყველაზე შედეგიანი 2010 წელი იყო, როდესაც „ფურიამ“ 17 თამაშიდან 13 მოიგო (ერთი ფრე და სამი მარცხი), ამხანაგურების გათვალისწინებით. გარდა ამისა, 2010 წელს, ესპანელებმა მსოფლიო თასი მოიპოვეს სამხრეთ აფრიკაში.

2024 წელს ესპანელები გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. მიმდინარე ერთა ლიგაზე 16 ქულით გუნდმა თავდაჯერებულად მოიგო თავისი ჯგუფი, უახლოეს მდევარ დანიას რვა ქულით გაუსწრეს.

2024 წელს ესპანელები ერთადერთხელ დამარცხდნენ 23 მარტს კოლუმბიასთან ამხანაგურ მატჩში (0: 1).

0.108594