უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა რამდენიმე ჯგუფში დასრულდა.
A დივიზიონის პირველ ჯგუფში პორტუგალია სტუმრად ხორვატიას დაუზავდა (1:1), ხოლო შოტლანდიამ პოლონეთი 2:1 დაამარცხა.
შედეგად, პორტუგალიამ ჯგუფი 14 ქულით მოიგო, მეოთხედფინალში მასთან ერთად ხორვატია გავიდა, პოლონეთი B დივიზიონში დაქვეითდა, ხოლო შოტლანდია A დივიზიონში დასარჩენად პლეი-აუტში B დივიზიონის ერთ-ერთ მესამეადგილოსანს შეხვდება.
1. | პორტუგალია | 6 | 4 | 2 | 0 | 13 | 5 | 8 | 14 |
2. | ხორვატია | 6 | 2 | 2 | 2 | 8 | 8 | 0 | 8 |
3. | შოტლანდია | 6 | 2 | 1 | 3 | 7 | 8 | -1 | 7 |
4. | პოლონეთი | 6 | 1 | 1 | 4 | 9 | 16 | -7 | 4 |
მეოთხე ჯგუფში ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში გადახალისებული შემადგენლობით მოუგო შვეიცარიას 3:2. ეს მატჩი არცერთისთვის არაფერს წყვეტდა. მეორე მატჩი სერბეთსა და დანიას შორის უგოლოდ დასრულდა, რაც დანიელებს აწყობდათ.
შედეგად, ესპანეთი მეოთხედფინალშია, ისევე, როგორც დანია, შვეიცარია B დივიზიონში გავარდა, ხოლო სერბეთი პლეი-ოფში ითამაშებს დასარჩენად.
1. | ესპანეთი | 6 | 5 | 1 | 0 | 13 | 4 | 9 | 16 |
2. | დანია | 6 | 2 | 2 | 2 | 7 | 5 | 2 | 8 |
3. | სერბეთი | 6 | 1 | 3 | 2 | 3 | 6 | -3 | 6 |
4. | შვეიცარია | 6 | 0 | 2 | 4 | 6 | 14 | -8 | 2 |
C დივიზიონის მესამე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია ლუქსემბურგს დაუზავდა (2:2), ხოლო ბულგარეთი ბელარუსს (1:1).
პირველი ადგილი 11 ქულით ჩრდილოეთ ირლანდიამ დაიკავა და B ლიგაში გადავიდა, ბულგარეთი პლეი-ოფში იბრძოლებს ამ საგზურისთვის, ბელარუსმა ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ლუქსემბურგი D დივიზიონში გავარდა.
1. | ჩრდ. ირლანდია | 6 | 3 | 2 | 1 | 11 | 3 | 8 | 11 |
2. | ბულგარეთი | 6 | 2 | 3 | 1 | 3 | 6 | -3 | 9 |
3. | ბელარუსი | 6 | 1 | 4 | 1 | 3 | 4 | -1 | 7 |
4. | ლუქსემბურგი | 6 | 0 | 3 | 3 | 3 | 7 | -4 | 3 |
მეორე ჯგუფშიც დასრულდა ასპარეზობა, ოღონდ ჯერ ერთი მატჩი არ დასრულებულა... წინა ტურში რუმინეთი-კოსოვო ბოლო წუთებში შეწყდა და უცნობია რა ბედი ეწევა მატჩის შედეგს (იმ დროისთვის 0:0 იყო). აქ რუმინეთს 15 ქულა აქვს, კოსოვოს 12, კვიპროსმა 6 ქულით შეინარჩუნა ლიგაში, ხოლო ლიეტუვა D დივიზიონში გავარდა, რადგან ექვსივე თამაში წააგო.
1. | რუმინეთი | 5 | 5 | 0 | 0 | 15 | 3 | 12 | 15 |
2. | კოსოვო | 5 | 4 | 0 | 1 | 10 | 4 | 6 | 12 |
3. | კვიპროსი | 6 | 2 | 0 | 4 | 4 | 15 | -11 | 6 |
4. | ლიეტუვა | 6 | 0 | 0 | 6 | 4 | 11 | -7 | 0 |
სან მარინომ D დივიზიონში თავისი ჯგუფი მოიგო და C დივიზიონში გადავიდა, რითაც სან მარინოს ფეხბურთის ისტორია დაწერა. ამ ქვეყნის ნაკრებმა სტუმრად ლიხტენშტაინი 3:1 დაამარცხა.
1. | სან მარინო | 4 | 2 | 1 | 1 | 5 | 3 | 2 | 7 |
2. | გიბრალტარი | 4 | 1 | 3 | 0 | 4 | 3 | 1 | 6 |
3. | ლიხტენშტაინი | 4 | 0 | 2 | 2 | 3 | 6 | -3 | 2 |