სან მარინოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა და C დივიზიონში აღზევდა.
ბოლო ტურში სან მარინომ გასვლაზე ლიხტენშტაინი 3:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა. მეორე ნახევარში სტუმრებმა სამჯერ გაიტანეს და გამარჯვებაც იზეიმეს.
სან მარინოს ნაკრებმა ისტორიაში მესამე მოიგო, ბოლო ორ თვეში მეორედ მოახერხა გამარჯვება. ასევე, ისტორიაში პირველად გაიტანა ერთ მატჩში 3 გოლი.
სან მარინომ ჯგუფში 7 ქულით მოახერხა პირველობა და D დივიზიონს თავი დააღწია. მეორე ადგილზე გიბრალტარი გავიდა 6 ქულით, ლიხტენშტაინი 2 ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა.