ფეხბურთი

23:01 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარას შეთავაზებები ექნება, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც დე ლაურენტისი ოცნებობს"

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე კომენტარი Rai Sport-ის ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ გააკეთა.

როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს ზაფხულში “ნაპოლის” დატოვება სურს, მაგრამ პრობლემა ისეთი კლუბის პოვნაა, რომელიც ფეხბურთელის და იტალიური გუნდის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„კვარაცხელიას კონტრაქტზე იგივე სიტუაციაა, რაც სექტემბერში წინასწარ ვთქვი: კვარა 8 მილიონს ითხოვს, „ნაპოლი“ მაქსიმუმ 6 მილიონს სთავაზობს. თუმცა, პრობლემა ხელფასში კი არა, გამოსასყიდ პუნქტშია. „ნაპოლის“ მინიმუმ 100 მილიონიანი პუნქტი სურს, კვარას გარემოცვას უფრო ნაკლები, დაახლოებით 80 მილიონი.

ქართველის აგენტი იმით აპელირებს, რომ პსჟ-მ ფეხბურთელს 13 მილიონი შესთავაზა, ხოლო დე ლაურენტისი იმით, რომ პსჟ-ს 120 მილიონზე უარი უთხრა. „ნაპოლიმ“ იცის, რომ კვარას წასვლა სურს, პრობლემაა გუნდის პოვნა, რომელიც კვარას მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს და დე ლაურენტისის მოთხოვნებსაც.

კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ბარსელონაში იყო, სადაც ორ მატჩს დაესწრო და კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც ჰკითხა, აინტერესებთ თუ არა, ხვიჩა. „ბარსელონამ“ უპასუხა, რომ მარცხენა გარემარბს ეძებენ.

კვარა გრძნობს, რომ მიდის, წასვლის იმედი აქვს. მას ექნება ბაზარზე მოთხოვნა, მაგრამ არა იმ ციფრებზე, რომელზეც დე ლაურენტისი ოცნებობს“, - თქვა ვენერატომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.120863