კალათბურთი

0:04 | 19.11.2024 | ნანახია 5005 - ჯერ

"მონაკოს" დროებით მწვრთნელად მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნა

ფრანგული „მონაკოდან“ საშა ობრადოვიჩი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნა.

უცნობია რის გამო გაუშვეს გამოცდილი სპეციალისტი სამსახურიდან, რადგან მონეგასკებს სეზონში ცუდი სტარტი არ აქვთ. სანამ „თავადები“ ახალ მწვრთნელს იპოვიან, გუნდს მარკოიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

მარკოიშვილი „მონაკოში“ 2021 წლიდან მუშაობს, პარალელურად, 2019 წლიდან საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიცაა დასაქმებული.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:57 | 28.08.2019
sul2 (1775)

სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმებაზე უეფა ალაპარაკდა და ამათ ახლა შემოიღეს?

16:30 | 28.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ბრაზილიურ-არგენტინული ფინალი გველის. მანამდე კი ბაირესული "სუპერკლასიკოთი" უნდა ვისიამოვნოთ, თუ რა თქმა უნდა რივერმა არ მიჰქარა რამე პარაგვაელებთან.

0.065256
5005