ფეხბურთი

14:30 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის აგენტი: „არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და „ალ-ჰილალის“ შემტევის ნეიმარის აგენტმა, პინი ზაჰავმა მისი კლიენტის ირგვლივ აგორებული ჭორების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და ნეიმარი „ალ-ჰილალში“ თავს ბედნიერად გრძნობს.

„მე და ნეიმარის მამა ის ადამიანები ვართ, რომლებსაც მის მომავალზე შეგვიძლია საუბარი. არ ვიცი ეს ჭორები საიდან მოდის. ნეიმარს „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი 6 თვე აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს", - განაცხადა პინი ზაჰავმა.

ბოლო პერიოდში მართლაც, რომ ხშირია საუბარი ნეიმარის კლუბის შეცვლასთან დაკავშირებით. ყველაზე ხშირად კი ბრაზილიელ ფეხბურთელს ყოფილ გუნდ „სანტოსს“ უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი საუდის არაბეთში 2023 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ალ-ჰილალის“ მაისურით მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი).

0.117666