სერია A-ს მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „სასარის“ უმასპინძლა, რომელიც 95:85 დაამარცხა.
გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ბოლონიელებმა 37:23 მოიგეს და მერე საქმე საბოლოო გამარჯვებამდეც ადვილად მიიყვანეს.
შენგელიამ 27 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. ის თავისი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.
„ვირტუსი“ სერია A-ში 7 გამარჯვებით და 1 მარცხით მეორე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 1-ელ დეკემბერს, „ბრეშას“ ესტუმრება.