ფეხბურთი

11:08 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "მბაპეს რთული პერიოდი აქვს"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ კილიან მბაპეს ახლა რთული პერიოდი აქვს და ამიტომაც არ გამოიძახა ნაკრებში, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მალე ძველი მბაპე დაბრუნდება.

„ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა დაუბრუნდეს ნაკრებს. ის რთულ პერიოდს გადის, მაგრამ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გაიმეოროს ის, რაც აქამდე გააკეთა. მას შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. თქვენ ამბობდით, რომ გიჟი ვიყავი, როცა ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვათამაშებდი, მაგრამ კლუბებში მისი ბოლო ორი მწვრთნელიც ამ პოზიციაზე იყენებს. მას არ აქვს ოლივიე ჟირუს პროფილი, შესაბამისად, ფორვარდად მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მეტოქე გვყავს. მთავარი ისაა, რომ მას მოედანზე თავისუფლება ყოველთვის მისცე“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ოქტომბრის შეკრებაზეც არ იყო მიწვეული და არც ნოემბრის.

0.105066