ფეხბურთი

0:08 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი და ნორვეგია A დივიზიონში გადავიდნენ, ჩრდილოეთ მაკედონია - B დივიზიონში

ერთა ლიგის სამ ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და ყველაფერი გაირკვა. მატჩები B დივიზიონის ორ და C დივიზიონის ერთ ჯგუფში გაიმართა.

B დივიზიონი, II ჯგუფი

ინგლისის ნაკრებმა ირლანდია საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხა. თუმცა, ლი კარსლის ბოლო მატჩში ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 53-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო, სანამ ირლანდიას ფეხბურთელი არ გაუძევეს და თან ჰარი კეინმა პენალტი არ გაიტანა. მერე ალბიონელებმა მეტოქის რბევა მოახერხეს.

საბერძნეთმა სტუმრად 2:0 მოუგო ფინეთის ნაკრებს, რის შედეგადაც 15 ქულით დაასრულა გამოსვლა, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილი მაინც ვერ დაიკავა.

ჯგუფი ინგლისმა მოიგო 15 ქულით (ურთიერთშეხვედრებში აჯობა საბერძნეთს) და A დივიზიონში დაბრუნება მოახერხა. საბერძნეთსაც აქვს შანსი A დივიზიონში გადავიდეს, პლეი-ოფში იბრძოლებს ამისთვის. ფინეთი C დივიზიონში გავარდა, ხოლო ირლანდია B დივიზიონში დასარჩენად პლეი-აუტში ითამაშებს A დივიზიონის ერთ-ერთ მესამეადგილოსანთან.

ინგლისი - ირლანდია (0:0)

გოლები: 1:0 კეინი (53. პენ), 2:0 გორდონი (56), 3:0 გალაჰერი (58), 4:0 ბოუენი (76), 5:0 ჰარვუდ-ბელისი (79)

ფინეთი - საბერძნეთი (0:0)

გოლები: 0:1 ბაკასეტასი (52), 0:2 ცოლისი (56)

1. ინგლისი 6 5 0 1 16 3 13 15
2. საბერძნეთი 6 5 0 1 11 4 7 15
3. ირლანდია 6 2 0 4 3 12 -9 6
4. ფინეთი 6 0 0 6 2 13 -11 0

B დივიზიონი, III ჯგუფი

ნორვეგიის ნაკრებმა ერლინგ ჰოლანდის ლიდერობით ყაზახეთი 5:0 გაანადგურა. ჰოლანდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. პარალელურად, დაზავდნენ ავსტრია და სლოვენია (1:1).

ჯგუფში ნორვეგიამ იპირველა 13 ქულით და A დივიზიონში აღზევდა. 13-ქულიანი ავსტრია ამ საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებს, სლოვენია B დივიზიონში დასარჩენ პლეი-აუტს ითამაშებს, ხოლო ფინეთი უქულოდ გავარდა C დივიზიონში.

ავსტრია - სლოვენია (1:0)

გოლები: 1:0 შმიდი (27), 1:1 ჩერინი (81)

ნორვეგია - ყაზახეთი 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 ჰაალანდი (23), 2:0 ჰაალანდი (37), 3:0 სორლოთი (41), 4:0 ჰაალანდი (71), 5:0 ნუსა (76)

1. ნორვეგია 6 4 1 1 15 7 8 13
2. ავსტრია 6 3 2 1 14 5 9 11
3. სლოვენია 6 2 2 2 7 9 -2 8
4. ყაზახეთი 6 0 1 5 0 15 -15 1

C დივიზიონი, IV ჯგუფი

C დივიზიონის მეოთხე ჯგუფი ჩრდილოეთ მაკედონიამ მოიგო, რომელმაც ბოლო ტურში ფარერებს 1:0 აჯობა, მაგრამ ჯგუფი ისედაც მოგებული ჰქონდა. სომხეთმა სტუმრად ლატვიას 2:1 სძლია.

ჩრდილოეთ მაკედონია 16 ქულით გავიდა პირველ ადგილზე და B დივიზიონში გადავიდა, ლატვია D დივიზიონში გავარდა, სომხეთი B დივიზიონის საგზურისთვის პლეი-ოფში ითამაშებს, ხოლო ფარერები დარჩა C დივიზიონში.

ჩრდ. მაკედონია - ფარერები 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მიოვსკი (62)

ლატვია - სომხეთი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 სპერტსიანი (48), 1:1 ულდრიკისი (70), 1:2 მირანიანი (74)

1. ჩრდ. მაკედონია 6 5 1 0 10 1 9 16
2. სომხეთი 6 2 1 3 8 9 -1 7
3. ფარერები 6 1 3 2 5 6 -1 6
4. ლატვია 6 1 1 4 4 11 -7 4
0.133901