ფეხბურთი

20:56 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" და "რეალის" ლეგენდების მატჩი: შოთა არველაძემ გოლი გაიტანა

ამსტერდამში, „აიაქსის“ და „რეალის“ ლეგენდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, „აიაქსის“ 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელშიც შოთა არველაძემ მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.

სწორედ ვეტერანმა ქართველმა გახსნა ანგარიში 41-ე წუთზე, როცა რაიან ბაბელის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი.

მასპინძლებმა უპირატესობა 88-ე წუთზე სიმ დე იონგის გოლით გაზარდეს, რასაც სტუმრებმა 3 წუთში რუბენ დე ლა რედის გოლით უპასუხეს, თუმცა ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო.

მოგეხსენებათ, შოთა არველაძემ „აიაქსში“ 1997-2001 წლებში 124 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა.

0.120139