რაგბი

15:00 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რას წარმოადგენს "ბორჯღალოსნების" მეტოქე - იტალიის ნაკრები

2022 წელს საქართველოსთან ბათუმში განცდილი ისტორიული მარცხის (19:28) შემდეგ, იტალიელებს დიდხანს არ უცდიათ და ორი წლის თავზე რევანშის ასაღებად გენუაში ბორჯღალოსნები დაიბარეს.

საგულისხმოა, რომ ორი წლის წინანდელი მარცხის შემდეგ, იტალიელებმა თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესეს და შემოდგომის ტესტებს რეიტინგში მე-8 ადგილზე შეხვდნენ. ამ 2 წელიწადში მათ დაამარცხეს ავსტრალია, დიდი სხვაობით იაპონია და წარმატებით ითამაშეს წლევანდელ ექვს ერზე - დაამარცხეს ორი გუნდი (შოტლანდია და უელსი) და სტუმრად ფრედ ეთამაშნენ საფრანგეთს (13:13).

იტალია გამოცდილი გუნდია, რომელიც 2000 წლიდან თამაშობს ექვს ერში, რაც იმის გარანტიცაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რეგულარულად ეთამაშება ტესტ-მატჩებს ტიერ1-ის გუნდებს. ნაკრების მოთამაშეთა ერთი ნაწილი ევროპის მაღალი დონის გუნდებში თამაშობს, მეორე ნაწილი კი “ბენეტონიდან” და “ძებრედანაა”, ფრენჩაიზებიდან (შავი ლომის მსგავსი გუნდებიდან) რომლებიც უკვე წლებია თამაშობენ გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატს ირლანდიურ, შოტლანდიურ, უელსურ და სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზებთან ერთად.

და სტატისტიკიდან - ეს იქნება ბორჯღალოსნების მეხუთე სტუმრობა იტალიაში. წინა ოთხ შემთხვევაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ და ჩვენ ერთადერთხელ - 2022 წელს.

0.123998