NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სტუმრად დალასთან 93:110 დამარცხდა.
გრეგ პოპოვიჩის გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ მესამე პერიოდი 20 ქულით დათმო, რაც გარდამტეხი გამოდგა.
მამუკელაშვილმა 17 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 1-დან 1 ორქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა კალათბურთელმა მიღებული სათამაშო დრო ძალიან ნაყოფიერად გამოიყენა.
სან ანტონიო 6 მოგებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას შინ ოკლაჰომასთან 20 ნოემბერს ჩაატარებს.