უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა მიხაილო მუდრიკმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მატჩამდე იცოდნენ, რომ რთული თამაში ექნებოდათ.
“ავტოგოლი? როდესაც მეტოქეს გავცდი, თავი ავწიე და დოვბიკი დავინახე, მცველს რომ არ ეთამაშა, დოვბიკი დაარტყამდა და გაიტანდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, ამინდის პირობები ადვილი არ იყო, მენტალურად ამისთვისაც ვემზადებოდით. მინდორთან შეგუებას დრო დასჭირდა და შემდეგ უფრო ნორმალური იყო“ - თქვა მუდრიკმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ბოლო ტურის წინ ჩეხეთი 8 ქულით ლიდერია, საქართველოს და ალბანეთს 7-7 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინას - 5. შესაბამისად, ბოლო ტურში საქართველო მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, უდიდესი ალბათობით (თუ ალბანეთი ძალიან დიდი ანგარით არ მოიგებს უკრაინასთან).
საქართველო ჩეხეთს ოლომოუცში 19 ნოემბერს ესტუმრება.