ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „მანრესას“ უმასპინძლა, რომელიც 94:86 დაამარცხა.
შერმადინი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 100%-იანი შედეგით ისროლა: გიორგიმ 23 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა, მან 5-დან 5 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მარსელინო უერტასი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
“ტენერიფე“ 6 მოგებით და 1 წაგებით ლიგა ენდესაში „უნიკახასთან“ ერთად ლიდერია, რომელსაც მომდევნო ტურში 30 ნოემბერს, სტუმრად დაუპირისპირდება.