ფეხბურთი

3:58 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "რამდენჯერაც არ უნდა წავიქცეთ, გვჯერა, რომ წამოვდგებით და ქომაგებს გავახარებთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა უკრაინასთან მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, რამდენჯერაც არ უნდა წაიქცნენ, ფეხზე წამოდგომა უნდა შეძლონ და სჯერა, რომ გუნდს ერთად დგომით შეუძლია წარმატების მიღწევა.

„რთული თამაში გამოდგა. გუნდმა კარგად დაიწყო, მეორე ტაიმიც კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეტის მოლოდინიც გვაქვს. ვცდილობთ, შეცდომები გამოვასწოროთ და შემდეგ თამაშში იმ შემართებით დავბრუნდეთ, რაც ამ ნაკრებს ახასიათებს, რადგან რამდენჯერაც არ უნდა წავიქცეთ, გვჯერა, რომ წამოვდგებით და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

ბოლო სამი თამაშია ეს ვერ შევძელით, მაგრამ თუ ამ გზით გავაგრძელებთ წინსვლას, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ფინალის გამოცდილება გვაქვს, საბერძნეთთან გავიმარჯვებთ და ჩეხეთთან იგივე შემართებით გავალთ, ნამდვილი ფინალია. ჩვენი შემართებით უნდა გავიდეთ, რადგან ძალა ჩვენშია და ერთად დგომით შევძლებთ, რომ ეს ყველაფერი მოვახერხოთ“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ბოლო ტურის წინ ჩეხეთი 8 ქულით ლიდერია, საქართველოს და ალბანეთს 7-7 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინას - 5. შესაბამისად, ბოლო ტურში საქართველო მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, უდიდესი ალბათობით (თუ ალბანეთი ძალიან დიდი ანგარით არ მოიგებს უკრაინასთან).

საქართველო ჩეხეთს ოლომოუცში 19 ნოემბერს ესტუმრება.

0.125236