ფეხბურთი

3:38 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე, ფრე ლოგიკური შედეგი იყო"

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უკრაინასთან მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფრე ლოგიკური შედეგი იყო.

„ჩეხეთთან გადამწყვეტი თამაში გველოდება და ყველაფერს გავაკეთებთ რა თქმა უნდა, მოგებისთვის. დღეს რთული თამაში გამოვიდა, წვიმამ ცოტა ხელი შეგვიშალა ორივე გუნდს და საბოლოო ჯამში ფრე ლოგიკური შედეგი იყო. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი სეივები იყო ბოლოს და მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ბოლო ტურის წინ ჩეხეთი 8 ქულით ლიდერია, საქართველოს და ალბანეთს 7-7 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინას - 5. შესაბამისად, ბოლო ტურში საქართველო მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, უდიდესი ალბათობით (თუ ალბანეთი ძალიან დიდი ანგარით არ მოიგებს უკრაინასთან).

საქართველო ჩეხეთს ოლომოუცში 19 ნოემბერს ესტუმრება.

0.105975