ფეხბურთი

0:44 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლიონის“ მფლობელმა კლუბის ვალების დასაფარად ფეხბურთელების შესაძლო გაყიდვაზე ისაუბრა

ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ ტექსტორმა, რომელიც ფრანგული „ლიონის“ მფლობელია, კლუბის ვალების დასაფარად გუნდის ფეხბურთელების შესაძლო გაყიდვაზე ისაუბრა.

„პირველ გუნდში 29 მოთამაშე გვყავს. იდეალურ შემთხვევაში გვჭირდება 23 ან 24. ექვსით მეტი ფეხბურთელი ძალიან ბევრია. ზოგი არ წავიდა. გვინდოდა ახალი ფეხბურთელების შეძენა, რათა ლიგაში უფრო ძლიერები ვყოფილიყავით. ახლა კარგი მოთამაშეების ჭარბი რაოდენობა გვყავს. მწვრთნელს თითქმის შეუძლებელი გადაწყვეტილებების მიღება უწევს. მეზიზღება ჭორები იმის შესახებ, თუ რომელი მოთამაშე გავყიდო, ეს ყველაფერი შესაძლებლობებზეა დამოკიდებული“, - ციტირებს ტექსტორის სიტყვებს RMC Sport.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ლიონს“ ფინანსური მდგომარეობის გამო ლიგა 1-ში დისკვალიფიკაცია მისცეს და სიტუაციის გამოსწორებამდე გუნდს სატრანსფერო აკრძალვაც დაეკისრა.

„ლიონი“ საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონს შედეგების მიუხედავად დატოვებს, თუ ფინანსურ პრობლემას ვალების დაფარვით ვერ მოაგვარებს.

შეგახსენებთ, რომ „ლიონში“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს.

თეგებილიონი
0.113594