„მიუნხენისს „ბაიერნის“ ნახევარმცველმა, ჯამალ მუსიალამ მომავალში „ოქროს ბურთის“ მოგების სურვილზე ისაუბრა.
„დიახ, ეს არის ჩემი მიზანი. როცა გაიზრდები და ხედავ ლიონელ მესის და კრიშტიანოუ რონალდუს ამ პრიზით ხელში, ყველა მოთამაშეს სურს რაღაც მომენტში იგივეს მიაღწიოს.
მაგრამ მთავარია ზეწოლის ქვეშ არ მოექცე, უბრალოდ ითამაშო და სცადო ტიტულების მოპოვება „ბაიერნთან“ და ეროვნულ გუნდთან ერთად. მაშინ, ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდება შესაძლებლობა, გავხდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“, - განუცხადა მუსიალამ RND-ს.