ფეხბურთი

0:00 | 17.11.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ვილი სანიოლი: "მეორე ტაიმით კმაყოფილი ვარ, ფეხბურთელებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში უკრაინასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შეცდომით გაშვებული გოლის შემდეგ გაგვიჭირდა და პირველი ტაიმის ბოლო 20 წუთი ძალიან ცუდი იყო. რთულია ახლა ანალიზის გაკეთება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მეორე ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი გვქონდა, რაც მე აქ ვმუშაობ. ფეხბურთელებმა შესანიშნავად იმუშავეს და ეს აჩვენებს მათ ძლიერ მენტალიტეტს. თამაშის ბოლო ნაწილიდან გამომდინარე შედეგით ცოტა იმედგაცრუებულიც ვართ, მაგრამ როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ, თითოეული შეცდომის ფასი ძალიან მაღალია.

გუნდს დრო დასჭირდა გოლის შემდეგ რეაგირებისთვის, რადგან თამაში მენტალურად გართულდა, მაგრამ ესეც ჩვენი სწავლის პროცესის ნაწილია, რთული გზაა, თუმცა განვითარების ნაწილი. შესვენებაზე ვისაუბრეთ და მიხარია, რომ გუნდმა მოედანზე აჩვენა ეს ყველაფერი.

ჩაკვეტაძის შეცვლა? გვჭირდებოდა განსხვავებული მახასიათებლების ფეხბურთელი, როგორიც ზურიკოა, რომელსაც უკეთ შეუძლია მეტოქის დაცვის გაწელვა, რაც ზურიკომ შესანიშნავად გააკეთა.

სასტარტოში ყოველთვის ერთი და იგივე 11 ფეხბურთელი ვერ მოხვდება, ცვლილებები საჭიროა. ვიცით, რომ ერთა ლიგა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებელიცაა, ამიტომ, გვჭირდება მეტი ფეხბურთელი, რომელსაც საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება ექნება და შემადგენლობაში როტაცია იქნება.

5 წლის წინ საქართველოს ნაკრები D დივიზიონში იყო, ახლა კი, B დივიზიონშია და ბოლო ტურის წინ A დივიზიონში გადასვლის შანსიც გვაქვს, რაც იმ პროგრესის და განვითარების მანიშნებელია, რომელიც გვაქვს. ჩეხეთში ამბიციებით წავალთ და გამორიცხული არაფერია.

არა მგონია, სწორი იყოს ეს შეკითხვა, არის თუ არა, მზად ნაკრები A ლიგაში სათამაშოდ, რადგან თუ ამას მოვახერხებთ, იმის მანიშნებელი არ იქნება, რომ ფანტასტიკური გუნდი გავხდით ან თუ ვერ გადავედით, იმას ნიშნავს, რომ უარესი გუნდი გავხდით. მთავარი ამ შემთხვევაში შედეგი არაა, არამედ განვითარების პროცესი, თუ გვინდა, რომ ისევ მივაღწიოთ იმას, რასაც ზაფხულში მივაღწიეთ. ამიტომ, აუცილებელია მუშაობა და განვითარება გავაგრძელოთ“, - აღნიშნა სანიოლმა.

ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 19 ნოემბერს, სტუმრად, ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:41 | 10.01.2022
Kobe Bean (21683)

ერთ დროს კლუბი ინახავდა მესის ნეიმარს სუარესს რომელთაც ძალიან დიდი ხელფასი ქონდათ,ხოდა იმათი ხელფასები თუ არ იყო სხვა ფეხბურთელების რეგისტრაციისთვის პრობლემა ეხლა რაღატომაა პრობლემა?გასაგებია მაშინ შემოსავლებიც მეტი ქონდათ და როგორც ვიცი შემოსავლების 70 პროცენტს არ უნდა ცდებოდეს ფეხბურთელთა ხელფასები,ანუ უნდა ჩაჯდე 70 პროცენტიან ლიმიტში.ხოდა ასე როგორ დააზარალა კორონამ ბარსელონა,ანუ ასე როგორ დაუგდო შემოსავლები რომ ამათაც ვეღარ არეგისტრირებენ როცა ამათ ყველას ერთად არ აქვთ იმდენი ხელფასი რაც მსნ-ს და ხავიესტას ქონდათ.ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ არცერთ სხვა კლუბს იგივე პრობლემა არ აქვს.მოკლედ ბართომეუმ ყველანაირად გააქრო კლუბი.არც ისაა გამორიცხული ლაპორტა რომ სიაფანტობდეს კოუტინიოების და ასეთების მოსაშორებლად რომელთაც დიდი ხელფასი აქვთ და არაფერს აკეთებენ

0.070534