ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ დანიური კლუბი, „ჰელსინგორი“ შეიძინა.
ესპანელმა, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, კლუბი სპორტისა და გართობის ბრენდის, Never Say Never-თან ერთად შეიძინა.
„მათთან ერთად მუშაობა დავიწყეთ, რადგან საინტერესო პროექტია. ნამდვილად არის პოტენციალი, რომ დანიური ფეხბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდეთ“, - წერია კლუბის საიტზე.
„ჰელსინგორი“ ამჟამად დანიის მესამე ლიგაში თამაშობს, სადაც ამ დროისთვის მეშვიდე პოზიციას იკავებს.