ფეხბურთი

10:26 | 16.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

Topmercato: დავითაშვილს რამდენიმე ფრანგული და უცხოური კლუბი ყურადღებით აკვირდება

ფრანგული გამოცემა Topmercato ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს. როგორც წერილში აღნიშნული, „სენტ ეტიენს“ ქართველის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, თუ ის სეზონის განმავლობაში პროგრესს გააგრძელებს.

„საიდუმლო არ არის, რომ „ბორდოს“ ყოფილი ფეხბურთელი გადამწყვეტი იქნება „მწვანეთა“ წარმატებაში, მიუხედავად იმისა, რომ როლი გუნდის გადარჩენაში სხვა ფეხბურთელებსაც ექნებათ. მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში „ოსერთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ქართველი შესანიშნავ ფორმაში შევიდა და სეზონის ბოლოს მისი შენარჩუნება რთული იქნება, თუ თავის პროგრესს დაადასტურებს.

რამდენიმე ფრანგული და უცხოური კლუბი მის თამაშს უკვე ყურადღებით ადევნებს თვალს. ოქტომბრის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც ლუკას შევალიეს და ბრედლი ბარკოლას აჯობა, 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კადრი იქნება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მან „ოსერთან“ ჰეთ-თრიქი, ხოლო „ანჟერთან“ დუბლი შეასრულა. ზურიკო გახდა ოქტომბრის MVP ლიგა 1-ში და ასევე თვის საუკეთესო გოლის ავტორიც.

0.111625