ფეხბურთი

2:10 | 16.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი დუბლი და უკვე 135 გოლი პორტუგალიის ნაკრებში!

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მეხუთე ტურის მატჩები კიდევ ორ ჯგუფში გაიტანა, რომელშიც ფავორიტებმა მოიგეს.

კრიშტიანუ რონალდუ არ ჩერდება - მორიგი ორი გოლი ეროვნულ ნაკრებში! 39 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს უბრალოდ საოცარი შედეგი აქვს, რომელსაც მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს.

პორტუგალიამ პოლონეთი 5:1 გაანადგურა, არადა, 59-ე წუთამდე ანგარიში გახსნილი არ იყო. მერე რობერტო მარტინესის გუნდი ვერავინ გააჩერა.

რონალდუმ ჯერ პენალტით გაიტანა, მერე დუბლი შეასრულა, ეფექტურად, მაკრატელა დარტყმით... რონალდუს პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებულ 217 მატჩში 135 გოლი დაუგროვდა - დაუჯერებელი სტატისტიკაა.

ამავე ჯგუფში შოტლანდიამ ხორვატიის ნაკრებს 1:0 აჯობა და პირველი გამარჯვება მოიპოვა ერთა ლიგაზე.

ჯგუფს პორტუგალია ლიდერობს და პირველი ადგილი განაღდებული აქვს. შემდეგ ხორვატია მოდის 7 ქულით, პოლონეთსა და შოტლანდიას 4-4 ქულა აქვთ. ბოლო ტურის მატჩები ჯგუფში 18 ნოემბერს გაიმართება: ხორვატია პორტუგალიას შეხვდება, ხოლო პოლონეთი - შოტლანდიას.

პორტუგალია - პოლონეთი 5:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლეაუ (59), 2:0 რონალდუ (72, პენ), 3:0 ბრუნო ფერნანდეში (80), 4:0 ნეტუ (83), 5:0 რონალდუ (87), 5:1 მარჩჟუკი (88)

შოტლანდია - ხორვატია 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მაკგინი (86)

1. პორტუგალია 5 4 1 0 12 4 8 13
2. ხორვატია 5 2 1 2 7 7 0 7
3. პოლონეთი 5 1 1 3 8 14 -6 4
4. შოტლანდია 5 1 1 3 5 7 -2 4

მეოთხე ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა გაინაღდა პირველი ადგილი, რომელმაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა სტუმრად დანიას 2:1 აჯობა მიკელ ოიარსაბალის და აიოზე პერესის გოლებით.

ესპანეთს 13 ქულა აქვს და არაფერი ემუქრება, ბოლო ტურში აუტსაიდერ შვეიცარიას შეხვდება, რომელსაც 2 ქულა აქვს, ხოლო მეორე ადგილისთვის ბრძოლაა: დანია სერბეთს 2 ქულით უსწრებს და ბოლო ტურში ისინი ბელგრადში შეხვდებიან.

დანია - ესპანეთი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ოიარსაბალი (15), 0:2 პერესი (58), 1:2 ისაკსენი (84)

შვეიცარია - სერბეთი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ამდუნი (78), 1:1 ტერზიჩი (88)

1. ესპანეთი 5 4 1 0 10 2 8 13
2. დანია 5 2 1 2 7 5 2 7
3. სერბეთი 5 1 2 2 3 6 -3 5
4. შვეიცარია 5 0 2 3 4 11 -7 2
0.113447