ფეხბურთი

16:10 | 16.11.2024 | ნანახია 409 - ჯერ

რანიერი: "ჰუმელსის თამაშებს ვუყურე და მაინტერესებს, რატომ არ უნდა ითამაშოს?"

"რომაში" მატს ჰუმელსის კარიერის დასაწყისი ძალიან ცუდი გამოდგა - დღემდე ერთი მატჩი და ავტოგოლი.

ვეტერან გერმანელს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში გამორჩეული იყო, იტალიურ კლუბში არ ენდობოდნენ. ამიტომაც, “რომას” ახალ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის მასზე ჰკითხეს, რასაც გამოცდილმა სპეციალისტმა უპასუხა:

„ჰუმელსის რამდენიმე მატჩს ვუყურე, ჩემპიონთა ლიგის ფინალს „რეალთან“, ნახევარფინალს „პარი სენ-ჟერმენთან“, რომელშიც მან გოლი გაიტანა. გამიჩნდა შეკითხვა: კი, მაგრამ რატომ არ უნდა ითამაშოს ამ ბიჭმა? მე ვირჩევ ფეხბურთელებს, რომლებიც გამარჯვებაში მეხმარებიან, სათამაშო სისტემის მიუხედავად. შეიძლება შევცდე, რადგან კარგი მწვრთნელი ისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებს“, - თქვა რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ მატს ჰუმელსი „რომამ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მაგრამ მას ივან იურიჩი არ ენდობოდა, ერთადერთხელ ათამაშა, ისიც შეცვლაზე „ფიორენტინასთან“ და გერმანელმა ავტოგოლი გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.121038