ფეხბურთი

0:37 | 16.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივიცა ოლიჩი: "დავინახეთ, რომ საქართველოზე ძლიერები ვართ და ევრო 2025-ზე გავალთ"

ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივიცა ოლიჩმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოსთან მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გამოჩნდა, რომ ხორვატიას უკეთესი გუნდი ჰყავს და საპასუხო შეხვედრაში სიტუაციას შეცვლიან, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე გავლენ.

„თავდაპირველი შოკის შემდეგ, ჩვენ ყველანი ცოტათი შოკში ვიყავით, ისევე როგორც ფეხბურთელები. თუმცა, ფეხბურთელებმა ძალიან სწრაფად მოახდინეს რეაგირება და ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან კარგად ვაკონტროლებდით თამაშს, ხოლო მეორე ტაიმში, როდესაც სამი ახალი მოთამაშე შევიყვანეთ, გოლის გატანა ვცადეთ. 100% მომენტი არ გვქონდა, მაგრამ ვგრძნობდით, რომ მეტოქეს ჩავარდნა ჰქონდა და ნახევარ მომენტები შევქმენით. შემდეგ მივიღეთ წითელი ბარათი, რომელმაც შეცვალა თამაში, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს პირველი ტაიმი იყო, რადგან თამაში არ დასრულებულა. არის ის, რაც მახარებს - წითელი ბარათის შემდეგ, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს, შედეგი ღიაა და მჯერა, რომ ჩვენ დღეს უკეთესი გუნდი ვართ. დარწმუნებული ვარ, რიეკაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ.

ფეხბურთელები არ დანებდნენ, ვფიქრობ, რომ წითელმა ბარათმა ისინი გააძლიერა. მათაც იცოდნენ, რომ მხოლოდ პირველი ტაიმი იყო. არა უშავს, დავინახეთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ, მეტი ხარისხი გვაქვს და მჯერა ამ ბარიერს გადავლახავთ“, - თქვა ოლიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

0.1404