ფეხბურთი

22:21 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილს "შტურმში" ახალი მწვრთნელი ეყოლება: ილცერმა "ჰოფენჰაიმი" ჩაიბარა

გრაცის „შტურმის“ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი კრისტიან ილცერი კარიერას „ჰოფენჰაიმში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ავსტრიელი სპეციალისტი დაუყოვნებლივ შეუდგება გერმანულ კლუბში მუშაობას, შესაბამისად, ოთარ კიტეიშვილს „შტურმში“ ახალი მწვრთნელი ეყოლება.

გრაცულ გუნდს დროებით იურგენ ზაუმელი გაწვრთნის, სანამ ახალ მწვრთნელს მოძებნიან.

კრისტიან ილცერი „შტურმში“ 2020 წლიდან მუშაობდა და გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო ასევე ორჯერ ავსტრიის თასიც მოიპოვა.

„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგას 13 ტურის შემდეგ 29 ქულით ლიდერობს, პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობს, სადაც 4 ტურის შემდეგ უქულოდაა.

0.113892