ძიუდო

21:50 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სამი მედალი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე და გიორგი ტერაშვილის ოქრო

პოლონეთის სტარტი აიღო ძიუდოში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატმა, რომლის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარმატებული გამოდგა. მედალი სამმა ძიუდოისტმა მოიპოვა.

გიორგი ტერაშვილი 73 კგ წონით კატეგორიაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონი გახდა.

მან სომეხი არტაკ ტოროსიანი, სერბი მატეია სტოშიჩი, უნგრელი არონ შაბო და უკვე ფინალში უნგრელი დანიელ შეგედი დაამარცხა, შესაბამისად, ოქროს მედალს დაეუფლა.

ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემ, რომელმაც ფინალამდე ისრაელის წარმომადგენელი რომი დორი, ხორვატი ანა პულიზი, ფინელი პილა სალონენი და ესპანეთი მარტა გარსია მარტინი დაამარცხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან მარცხი განიცადა.

66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თენგო ზირაქაშვილმა, რომელმაც გერმანელი და ბელგიელი მეტოქეები დაამარცხა, შემდეგ ნახევარფინალში იტალიელ ჯუზეპე დე ტულიოსთან წააგო, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში პოლონელი კშიშტოფ კლიმკიევიჩი დაამარცხა.

16 ნოემბერს, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე კიდევ 7 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს და მონაგარის გაზრდას ეცდებიან.

0.112902