ფეხბურთი

15:36 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ პოგბას კონტრაქტს დღეს გაუწყვეტს

დღეს, 15 ნოემბერს, „იუვენტუსი“ მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით ნახევარმცველ პოლ პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადებს - წერს ჟურნალისტი კავე სოლჰეკოლი სოციალურ ქსელ X -ზე (ყოფილი ტვიტერი).

ადრეც იწერებოდა რომ პოგბა „ბებერ ქალბატონში“ აღარ ითამაშებდა. ასევე აღინიშნა, რომ ფეხბურთელით ინგლისის, ევროპისა და საუდის არაბეთის გუნდები დაინტერესდნენ მაგრამ მოლაპარაკებები ფეხბურთელის დასაქმებაზე ტურინულ გუნდთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 31 წლის ფრანგს უფლება აქვს ვარჯიშს 2025 წლის იანვარში დაუბრუნდეს, თამაში კი მარტიდან შეუძლია. ბოლოს პოგბა მოედანზე 2023 წლის 3 სექტემბერს გავიდა.

0.119747