ფეხბურთი

14:12 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტემ დანიასთან ერთა ლიგის მატჩის წინ ისაუბრა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ უეფას ერთა A ლიგის მე-4 ჯგუფის მე-5 ტურის დანიასთან მომავალი მატჩის მოლოდინი გააზიარა. შეხვედრა დღეს, 15 ნოემბერს, კოპენჰაგენში, „პარკენის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23 საათსა 45 წუთზე დაიწყება.

„ისინი შესანიშნავ საქმეს აკეთებენ და, ალბათ, გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ თამაშში. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის და ვეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და მეტოქეზე უკეთესები ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ტაქტიკური თვალსაზრისით საინტერესო მატჩი იქნება. მოედანზე საუკეთესოებს გავიყვანთ, რადგან გვინდა გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნება“, - ციტირებს დე ლა ფუენტეს სიტყვებს ესპანური AS.

0.113679