ფეხბურთი

12:18 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულს“ სალაჰის შენარჩუნება სურს

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ინგლისური გუნდი დატოვოს კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო.

როგორც ჟურნალისტი ჯეიმს პირსი სოციალურ ქსელში წერს, „ლივერპული“ აპირებს შეინარჩუნოს სალაჰი ახალი შეთანხმების შეთავაზებით, თავად ეგვიპტელს ასევე სურს გუნდში დარჩენა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმდნენ ხელფასზე, ბონუსების სტრუქტურასა და ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 10 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.122358