საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ნოემბრის სანაკრებო პაუზისას კლუბის ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები მათი ქვეყნების დროშების ფონზე არიან გამოსახული. თუმცა, რუსი ნახევარმცველის, ალექსეი მირანჩუკის ფოტოზე მისი ქვეყნის დროშა აკლია.
მანამდე „ატლანტა იუნაიტედმა“ არ აჩვენა რუსეთის დროშა მირანჩუკის ფოტოს გვერდით გუნდის სასტარტო შემადგენლობის წარდგენისას, განსხვავებით სხვა მოთამაშეებისგან.
მირანჩუკი „ატლანტაში“ 2024 წლის ივლისიდან თამაშობს. მანამდე ის მოსკოვის „ლოკომოტივში,“ იტალიურ „ატალანტასა“ და „ტორინოში“ (იჯარით) ირჯებოდა.