ფეხბურთი

1:45 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალია და საფრანგეთი ერთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ

ერთა ლიგაზე მეხუთე ტურმა სტარტი აიღო და A დივიზიონში მეხუთე ტურის მატჩები მეორე ჯგუფში გაიმართა.

იტალიის ნაკრებმა ბრიუსელში ბელგიის ნაკრები 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სანდრო ტონალის ერთადერთი გოლი იკმარა, რომელმაც თავი მე-11 წუთზე გამოიჩინა.

პარალელურად, ამავე ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა ისრაელს ვერ მოუგო, მხოლოდ უგოლო ფრეს დასჯერდა.

ბოლო ტურის წინ იტალიას 13 ქულა აქვს, საფრანგეთს 10, ბელგიას 4 და ისრაელს - 1. იტალია და საფრანგეთი მეოთხედფინალში უკვე გავიდნენ, ბოლო ტურში გაირკვევა პირველი ადგილის ბედი.

17 ნოემბერს, იტალია მილანში უმასპინძლებს საფრანგეთს და ფრეც ხელს აძლევს, რადგან წინ 3 ქულითაა, თანაც, საფრანგეთში 3:1 აქვს მოგებული.

1. იტალია 5 4 1 0 12 5 7 13
2. საფრანგეთი 5 3 1 1 9 5 4 10
3. ბელგია 5 1 1 3 6 8 -2 4
4. ისრაელი 5 0 1 4 4 13 -9 1
0.112828