ფეხბურთი

20:49 | 14.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში ოქტომბრის MVP რეტეგი გახდა, რომელმაც კვარაცხელიას აჯობა

ბერგამოს „ატალანტას“ თავდამსხმელი მატეო რეტეგი სერია A-ში ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მან კონკურენტებს აჯობა, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იყო. კვარას გარდა, ნომინანტები იყვნენ ფრანსისკო კონსეისაო, იასინ ადლი, ნუნუ ტავარეში და მარკუს ტურამი.

რეტეგის ოქტომბერი ძალიან შედეგიანი ჰქონდა, რადგან სერია A-ში ჩატარებულ ოთხ მატჩში 6 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში რეტეგიმდე თვის MVP-ის ტიტული ხვიჩა კვარაცხელიამ (სექტემბერი) და მარკუს ტურამმა (აგვისტო) მოიპოვეს. ქართველს ეს ჯილდო კარიერაში ოთხჯერ აქვს მოღებული, ერთხელ ამ სეზონში და სამჯერ 2022-2023 წლების სეზონში. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა მიმდინარე სეზონის სამივე თვის ნომიმანტებში იყო, საიდანაც ერთხელ იმარჯვა, ორჯერ კი, მარკუს ტურამმა და მატეო რეტეგიმ აჯობეს.

0.111776