ფეხბურთი

18:08 | 14.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომას" მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დაინიშნა

კლაუდიო რანიერიმ კარიერა განაახლა და „რომას“ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

73 წლის სპეციალისტმა „რომა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, ხოლო ზაფხულიდან მუშაობას ფრიდკინების მრჩევლის რანგში გააგრძელებს, რომლებიც „რომას“ მფლობელები არიან. აღსანიშნავია, რომ ის "რომას" მომდევნო მწვრთნელის შერჩევაშიც მიიღებს მონაწილეობს კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად.

რანიერი „რომაში“, როგორც ფეხბურთელი თამაშობდა, ხოლო 2009-2011 და 2019 წლებში მთავარ მწვრთნელადაც იმუშავა. ზოგადად, კლაუდიო „რომას“ გულშემატკივარია და ტიფოზებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მოგეხსენებათ, „რომადან“ მიმდინარე სეზონში ორი მწვრთნელი დაითხოვეს, ჯერ დანიელე დე როსი და შემდეგ ივან იურიჩი.

კლაუდიო რანიერი ბოლოს „კალიარიში“ მუშაობდა, კარიერის განმავლობაში კი, ძალიან ბევრ კლუბს წვრთნიდა.

„რომამ“ სერია A-ში 12 ტურში მხოლოდ 13 ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროზონასთან.

0.112731