ფეხბურთი

16:36 | 14.11.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე სამი ფეხბურთელი გამოაკლდა

ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე დანაკლისი აქვს. ინფორმაციას ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ვენის „რაპიდის“ თავდამსხმელი დიონ ბელიო, „ვარაზდინის“ ნახევარმცველი ლეონ ბელჩარი და ზაგრების „ლოკომოტივას“ ნახევარმცველი ლუკა ვრბანჩიჩი ვერ ითამაშებენ.

თბილისში მოედანზე გასვლის შანსი არც ერთს აქვს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში რომ ითამაშონ, ამის შანსიც მცირეა.

აღსანიშნავია, რომ ისინი მნიშვნელოვანი წევრები არიან ახალგაზრდული ნაკრებისთვის, განსაკუთრებით ბელიო, რომელსაც ორი მატჩი ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიას 15 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, სტუმრად შეხვდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:24 | 13.03.2019
sabonis (9584)

კი მარა სპლაშნოი სექსი იყო?DD

0.117714