ფეხბურთი

14:13 | 14.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს და "ბარსელონას" კვარაცხელია სურთ, დე ლაურენტისმა აგენტთან შეხვედრა მოითხოვა
ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონას" ინტერესი სერიოზულია და მხარეებს შორის შეხვედრას შედგა

„ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტსა და გარემოცვასთან შეხვედრა სურს.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, „ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესებული არიან ქართველი ფეხბურთელით, რის გამოც დე ლაურენტისმა დაუყოვნებლივ მოლაპარაკებების განახლება მოითხოვა კონტრაქტის განახლებაზე.

„ნაპოლი“ ხვიჩას სეზონში 5 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს კონტრაქტის 2029 წლამდე განახლების სანაცვლოდ. ფეხბურთელის გარემოცვა გამოსასყიდი პუნქტის ჩართვას ითხოვს, რომლის საფასური 80 მილიონი ევრო იქნება.

სწორედ ესაა მოლაპარაკებებში პრობლემა, რადგან „ნაპოლის“ არ სურს ხვიჩასთან მხოლოდ 80 მილიონ ევროდ შელევა და ცდილობს უფრო მაღალი საფასური დააწესოს ან საერთოდ არ შეიტანოს გამოსასყიდი პუნქტი კონტრაქტში. ნებისმიერ შემთხვევაში, პსჟ და „ბარსა“ აქტიურად აკვირდებიან სიტუაციას.

ესპანური გამოცემა El Nacional-ი იმასაც წერს, რომ გასულ ხუთშაბათს, "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა და ინტერესის შესახებ ესაუბრა. ესპანურ კლუბს მოსწონს კვარა, ისევე, როგორც სხვა კლუბებს და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა როლს შეპირდება გუნდში ხვიჩას "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლიდან თამაშობს და 102 მატჩში 30 გოლით გამოირჩა, ხოლო 23-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.116816