ფეხბურთი

11:42 | 14.11.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ჰარი კეინი: "ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრები უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე კლუბი"

ჰარი კეინმა განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კლუბში.

ამიტომაც, „ბაიერნის“ თავდამსხმელის აზრით, სამწუხაროა, რომ ეროვნულ ნაკრებს ბოლო მომენტში ტრავმის მომიზეზებით 8 ფეხბურთელი გამოაკლდა.

"ვფიქრობ, ინგლისის ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კლუბის საქმეები და ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალი მოთამაშისთვის. სამწუხაროა, როცა ამდენი მოთამაშე არ მოდის. მესმის, რომ ეს სეზონის რთული პერიოდია და შესაძლოა ვინმემ გადაწყვიტა ამ საბაბის გამოყენება. მართალი გითხრათ, ეს არ მომწონს. ეროვნული გუნდი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კლუბი“, - განაცხადა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებს უახლოეს მატჩებში აარონ რამსდეილი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ლევი კოლვილი, დეკლან რაისი, ბუკაიო საკა, კოულ პალმერი, ჯეკ გრილიში და ფილ ფოდენი ვერ დაეხმარებიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:42 | 02.03.2024
KD (575)

დომინაცია კარგია, მაგრამ ბევრ მომენტს ვაფუჭებთ. მხოფლიოზეც ბოლო ვიყავით გაჭრილი ხაზის შემდეგ აღებული ქულებით, მხოლოდ 9 პროცენტში მოვახერხეთ ქულების აღება, და ახლაც პირველ ტაიმში 20+ მომენტი და მხოლოდ 2 ჯერ ავიღეთ ქულები. მაგრამ წინსვლა იგრძნობა და ამ ტემპში თამაშს თუ მივეჩვევით, ძალიან წაგვადგება.

პ.ს. ნინიაშვილი უბრალოდ სასწაულია, დღეს ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო 10ეულში შედის, პირადად ჩემთვის საუკეთესოა

0.064647
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}