ფეხბურთი

11:07 | 14.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "მბაპეს მშვიდად ყოფნის საშუალება უნდა მივცეთ"

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კილიან მბაპეზე საუბარი არ ისურვა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელი მშვიდად უნდა დატოვონ და ახლა ის მოთამაშეებზეა კონცენტრირებული, რომლებიც ნაკრებში არიან.

„არაფერს ვიტყვი განსხვავებულს, ვიდრე ხუთშაბათს ვთქვი, როცა შემადგენლობა დავასახელე. თქვენ თავისუფალი ხართ თქვათ ის, რაც გსურთ, მაგრამ მე 23 ფეხბურთელი მყავს სამართავი, კილიანი ახლა აქ არ არის, მივცეთ მას მშვიდად ყოფნის საშუალება“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში არც ოქტომბერში იყო გამოძახებული და არც ახლაა. თუმცა, წინა თვისგან განსხვავებით, ახლა გადაწყვეტილება დეშამმა მიიღო.

0.117696