ფეხბურთი

23:09 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანი: "ბოლო ორი თამაშის წაგების შემდეგ ვითარება აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა ერთა ლიგის მატჩების წინ მიმდინარე მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, დარწმუნებულია, რომ ბათუმში სტადიონზე კარგი ატმოსფერო იქნება:

"შეკრება, როგორც ყოველთვის, ძალიან დადებითი ენერგიით მიმდინარეობს. სრულფასოვნად ვემზადებით და ოქტომბერში განცდილი დასანანი მატჩების შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ვითარება.

არასდროს მითამაშია ბათუმის ახალ სტადიონზე. რა თქმა უნდა, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება. ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, სამ ქულას მოვიპოვებთ", - თქვა გველესიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.115553