კალათბურთი

22:00 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ქუთაისის" მეორე გამარჯვება ფიბა ევროპის თასზე

ფიბა ევროპის თასზე „ქუთაისმა“ ბოლო ტურის მატჩი ჩაატარა და გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა.

კოტე ტუღუშის გუნდმა ბოლო ტურში „ბალკანს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, ოვერ-ტაიმში 93:92 დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 85:85 დასრულდა, ხოლო ოვერ-ტაიმში საქართველოს ჩემპიონმა მეტოქეს 8:7 აჯობა და გამარჯვებაც მოიპოვა.

„ქუთაისის“ რიგებში საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო, რომელმაც 29 წუთში 22 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ელიჯა ჯონერი 21 ქულით, 5 მოხსნით და 7 პასით გამოირჩა, ხოლო გიორგი კორსანტიამ ორმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი.

„ქუთაისმა“ ჯგუფში 2 მოგებით და 4 წაგებით მესამე ადგილი დაიკავა. ქართულმა კლუბმა ორივე შეხვედრა ბულგარულ „ბალკანს“ მოუგო.

„ქუთაისი“ – „ბალკანი“ 93:92 (22:28, 26:19, 20:15, 17:23, 8:7)

0.115436