ფეხბურთი

21:22 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი ინგლისურ კლუბებს ურჩიეს

საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველის საბა გოგლიჩიძის შეძენა ინგლისურ კლუბებს ურჩიეს.

როგორც Daily Mail-ი წერს, „ვესტ ჰემის“, „იფსვიჩ თაუნისა“ და „ვულვზისთვის“ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი საინტერესო კადრია. ჯერჯერობით, კონკრეტულად საუბარი არ ყოფილა, მაგრამ გამოცემა წერს, რომ პრემიერლიგის კლუბებისთვის ის საინტერესო კადრია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ.

თუმცა, მეორე მხრივ, მომდევნო ზაფხულისთვის „ვესტ ჰემს“ ცენტრალური მცველის შეძენის საჭიროება არ უდგას და უფრო მეტად მარცხენა მცველს ეძებს. გოგლიჩიძეს კი, ამ პოზიციაზე თამაშის უნარი არ აქვს, მას ცენტრალურ მცველად და მარჯვენა მცველად თამაში შეუძლია.

მოგეხსენებათ, გოგლიჩიძე მანამდე ტურინის „იუვენტუსს“ და „ბოლონიას“ დაუკავშირეს, „ემპოლისთან“ კონტრაქტი კი, 2027 წლამდე აკავშირებს.

საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში „ემპოლის“ მაისურით 9 მატჩი ჩაატარა.

0.110931