წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ უნგრულ „ფერენცვაროშს“ უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, 7:18 დამარცხდა.
ქართულმა გუნდმა ძლიერ მეტოქესთან ოთხივე პერიოდი წააგო და მოგების შანსი არ ჰქონია.
„დინამოს“ რიგებში ორი გოლით გამოირჩა ველკო ტანკოსიჩი, ხოლო თითო გოლი ბორის ვაპენსკი, ბესო ახვლედიანმა, საბა ტყეშელაშვილმა, სტეფან პიეშივაცმა და სანდრო ადეიშვილმა გაიტანეს.
„დინამო თბილისი“ ჯგუფში ოთხი წაგებით და შესაბამისად, უქულოდ, ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ნოემბერს, „იადრანს“ ესტუმრება.
„დინამო თბილისი“ – „ფერენცვაროში“ 7:18 (2:5, 1:5, 3:4, 1:4)