მაურიციო მარიანი, რომელმაც „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი იმსაჯა, იტალიის სამსაჯო კომიტეტმა სერია B-ს მატჩებზე სამუშაოდ დააქვეითა.
ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, უნდა უკავშირდებოდეს ზემოხსენებულ შეხვედრაში მარიანის მიერ დაშვებულ შეცდომას.
იტალიელმა მსაჯმა „ინტერის“ სასარგებლოდ საკამათო პენალტი დანიშნა, რომელიც ბევრის აზრით, არ უნდა დაენიშნა.
ზოგადად, იტალიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ სერია A-ს მსაჯებს შეცდომის დაშვების შემდეგ სერია B-ს მატჩებზე ასაქმებენ, გარკვეული პერიოდით. მარიანის შემთხვევაც მსგავსია.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.