„კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი სერია B-ს სადისციპლინო კომიტეტმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ქართველი ფეხბურთელი „მანტოვასთან“ მატჩის მიწურულს სამწუთიან ინტერვალში ორჯერ გააფრთხილეს და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო. მას ავტომატურად მოუწევს მომდევნო მატჩის გამოტოვება.
ლოჩოშვილი 24 ნოემბერს, „ფროზინონესთან“ საშინაო შეხვედრაში ვერ ითამაშებს, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს.
მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.