ფეხბურთი

14:00 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნაჩო: "არავის დაურეკავს, თუმცა დაბრუნებას არ ვაპირებ"

„ალ ქადსიაჰის“ 34 წლის ცენტრალურმა მცველმა ნაჩო ფერნანდესმა მადრიდის „რეალში“ მის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ეს გამორიცხულია, რადგან მადრიდში საკუთარ თავს ვერ ხედავს.

„რეალიდან არავის დაურეკავს, თუმცა რომც დამირეკონ, დაბრუნებას არ ვაპირებ. ჩემს თავს მადრიდში ვეღარ ვხედავ, ამის შესახებ გადაწყვეტილება ზაფხულში მივიღე და საუდის არაბეთში თავს ბედნიერად ვგრძნობ“, - განაცხადა Cope-თან საუბრისას ნაჩომ.

„სამეფო კლუბს" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობა მოუწევს, რადგან დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვს, გუნდს სეზონის ბოლომდე დანი კარვახალი და ედერ მილიტაო ვერ დაეხმარებიან, ასევე დაზიანებულია ორელინ ჩუამენი, ხოლო დავიდ ალაბას დაბრუნების საკითხი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ნაჩო მადრიდის „რეალში“ 2011-2024 წლებში თამაშობდა, მან „ლოს ბლანკოსთან“ ერთად 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 4-ჯერ ესპანეთის ლა ლიგა მოიგო.

0.120245