„რომას“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, კლაუდიო რანიერი დაინიშნოს. 73 წლის სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ლონდონში გაემგზავრა.
მოულოდნელი თუ არაფერი მოხდა, რანიერი „რომას“ ახალი მწვრთნელი იქნება. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
რანიერი „რომაში“, როგორც ფეხბურთელი თამაშობდა, ხოლო 2009-2011 და 2019 წლებში მთავარ მწვრთნელადაც იმუშავა. ზოგადად, კლაუდიო „რომას“ გულშემატკივარია და ტიფოზებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მოგეხსენებათ, „რომადან“ მიმდინარე სეზონში ორი მწვრთნელი დაითხოვეს, ჯერ დანიელე დე როსი და შემდეგ ივან იურიჩი.
კლაუდიო რანიერი ბოლოს „კალიარიში“ მუშაობდა, კარიერის განმავლობაში კი, ძალიან ბევრ კლუბს წვრთნიდა.
„რომამ“ სერია A-ში 12 ტურში მხოლოდ 13 ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროზონასთან.