ფეხბურთი

20:42 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "კვარაცხელია ისეთი აღარ არის, როგორიც სპალეტის ხელში იყო"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლუჩანო სპალეტის ხელში უფრო მოსწონდა, ვიდრე ახლა. როგორც მან თქვა, კონტეს ხელში კვარას დაცვაში უფრო მეტი მუშაობა და მსხვერპლის გაღება უწევს.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ „ნაპოლი“ არ დამარცხებოდა, ჩემს მეგობარსაც ვუთხარი. მერეტს შეცდომა რომ არ დაეშვა ჩალჰანოღლუს გოლზე, „ინტერი“ ანგარიშს ვერ გაათანაბრებდა. მერეტმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, ძლიერი დარტყმა იყო, მაგრამ 30 მეტრიდან და ცენტრში. ბონჯორნომ თამაშიდან სერია A-ში ორი ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი გამოთიშა. „ნაპოლი“ მარტში-აპრილშიც იქნება საჩემპიონო ბრძოლაში და მეტოქეებისთვის კერკეტი კაკალი იქნება. გუნდს აქვს იდენტობა, ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს. კონტე ფეხბურთელების გონებაში შეღწევას ახერხებს.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონის დასაწყისში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე სპალეტის პერიოდში ამ მონაკვეთში, მაგრამ ისე აღარ მომწონს მისი თამაში, როგორც სპალეტის ხელში მომწონდა. ადრე ფლანგზე 10 ნომერი იყო, ინსტინქტურად თამაშობდა, ახლა ასე აღარ არის. შეკითხვა ასეთია: ის მსხვერპლი, რომლის გაღება მას უწევს კონტეს სტილის გამო, გუნდისთვის სასარგებლოა თუ რაღაცას ართმევს?

მეორე ტაიმში მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაცვაში ჩაწოდება დაბლოკა და აღნიშნა, მაშინ ვთქვი, რომ კონტე არა მარტო ფეხბურთელების გონებაში, არამედ მათ სისხლში შედის. თუმცა, ფეხბურთელებს ფანტაზიის მხრივ ზღუდავს და გასარკვევია ეს კარგია თუ არა“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

0.122586