ფეხბურთი

18:45 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მუსლერა: "მოურინიოს თურქული ფეხბურთი თუ არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს"

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ რამდენიმე დღის წინ თურქული ფეხბურთი საჯაროდ გააკრიტიკა, განსაკუთრებით მსაჯობის დონე.

მოურინიოს „გალათასარაის“ მეკარემ, ფერნანდო მუსლერამ უპასუხა და ურჩია, რომ თურქული ფეხბურთი თუ არ მოსწონს, შეუძლია სამსახური დატოვოს.

„თურქეთში 17 ტიტული მოვიგე, აქ ჩემზე მეტი არავის მოუგია და ვფიქრობ, ჩემი წვლილი თურქული ფეხბურთის განვითარებაში შევიტანე. არ შემიძლია ვუყურო ოთხი თვის წინ ჩამოსულ მწვრთნელს, რომელიც ამდენს ლაპარაკობს თურქულ ფეხბურთს აკრიტიკებს. თუ არ მოსწონს თურქული ფეხბურთი, შეუძლია წავიდეს. ვფიქრობ, დროა, ეს ვინმემ უთხრა“, - თქვა მუსლერამ.

0.139018